სვანური ღორი
საზოგადო სახელი: ღორი. ლათინური დასახელება: Sus scrofa domesticus პოპულაცია: სვანური ღორი. წარმოშობა: წარმოშობილია ევროპული გარეული ღორის კავკასიური მოკლეყურა ქვესახეობის (Sus scrofa attila) მოშინაურებით, რაც დასტურდება თავის ქალას აგებულების, აგრეთვე სისხლის ჯგუფებისა და კარიოტიპების შესწავლით. მაღალი მთის (1800-2000 მ. ზღვის დონიდან) მკაცრმა კლიმატმა და მწირი კვების პირობებში მოშენებამ თავისი დაღი დაასვა სვანური ღორის პროდუქტიულობასა და გარეგნულ ფორმებს. საქმე …