აგრეთვე რესტორნებსა და გადამამუშავებელ საწარმოებში
წარმოება
წარმოება უზრუნველყოფილია ცოცხალი ღორების სადგომით, რომელიც აღჭურვილია ავტომატიზირებული ვენტილაციით, საკვებისა და წყლის მომარაგების სისტემით
ერთდროულად სადგომზე შეიძლება განთავსდეს 600-700 ღორი, რაც ხორცის შეუფერხებელ მოწოდებას გარანტირებს. სერტიფიცირებული საწარმო (სასაკლაო) განლაგებულია ქალაქ გორში. აღჭურვილია თანამედროვე ავტომატური და ნახევრად ავტომატური დანადგარებით, მძლავრი სამაცივრე მეურნეობით. დაჩე ჯგუფს აქვს საკუთარი, სპეციალურად გაციებული ნახევარ კარკასების გადასაზიდად განკუთვნილი მანქანა-მაცივრების ავტოპარკი.
თანამშრომლობა
შპს დაჩე ჯგუფი მზადაა მიაწოდოს ღორის გაციებული ნახევარ კარკასები და სუბპროდუქტები სავაჭრო ქსელებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.